რუსთაველის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია დასრულდა – ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა.

ცნობისთვის, დღევანდელი აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა. როგორც დღევანდელ აქციაზე გახდა ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, შიმშილობას “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე დაიწყებენ, სადაც ამ წუთებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები