გია გაბრიჭიძე: იუბილარმა შემოთვალა – იშიმშილეთ თორე შეხვდებით ახალ წელს უტელევიზიოდ, უხელფასოდ, უკანფეტოდო

იუბილარმა შემოთვალა – სუფრას გაგიშლით კი არა, იშიმშილეთ თორე შეხვდებით ახალ წელს უტელევიზიოდ, უხელფასოდ, უკანფეტოდო,- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს საკუთარი პარტიის წევრების მისამართით.

„დაბადების დღეზე “ჩანგალზე” მიდიან? პრინციპში კი იქნება ცოტა ხალხი. იუბილარმა შემოთვალა – სუფრას გაგიშლით კი არა, იშიმშილეთ თორემ შეხვდებით ახალ წელს უტელევიზიოდ, უხელფასოდ, უკანფეტოდო
ამათაც რა ქნან? მივიდნენ რუსთაველზე, კაი სელფებს გადაიღებენ და საქმეშიც ჩაეთვლებათ. დადებენ „ოდნოებში და დააწერენ – auu ra magari dge iko“,- წერს გია გაბრიჭიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დედის, გიული ალასანიას მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოუთვალა, რომ პარტიის წევრებმა სასწრაფოდ დაიწყონ მისი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა. ამის შესახებ ინფორმაციას Postv ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, სააკაშვილი იმუქრება, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ნაცმოძრაობასა“ და ტელევიზიებს დაფინანსებას შეუჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები