ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააცნო.
მისივე თქმით, ლოკაცია, სადაც მოშიმშილეები განთავსდებიან, იქნება კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი.
„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია.
ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა მსოფლიოს უნდა დავანახოთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა მელიამ.