სოფელ ინგირში მერის რწმუნებული კონტრაბანდის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მერის რწმუნებული – ბაჩანა ქავთარაძე კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ზესტაფონში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” წყარომ დაუდასტურა.

წყაროს ცნობით, ქავთარაძეს სავარაუდოდ დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი თბილისში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა. როგორ და საიდან გადმოქონდა მას კონტრაბანდული საქონელი, უცნობია. წყაროს ცნობითვე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ინგირის რწმუნებულს კონტრაბანდულ სიგარეტთან შეხება ჰქონდა. ასევე, საუბარია დიდ რაოდენობაზე.

რაც შეეხება ფინანსური პოლიციის კომენტარს, უწყებაში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია და, შესაბამისად, ვერ გასცემენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები