იაგო ხვიჩია: პოლიტიკურ საკითხებზე პრეზიდენტმა თავად შემოგვთავაზა დისკუსია და მის წინადადებებს მოვისმენთ – როდესაც არ უნდათ შერიგება, ძალით ვერავინ შეარიგებს
“პირადად მე შერიგება ვერ წარმომიდგენია, როდესაც არ უნდათ შერიგება, ძალით ვერავინ შეარიგებს”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას მათი საუბრის საკითხი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება.
„ვუსმენთ ყველას, ვინც გამოხატავს სურვილს, რომ შერიგებისა და ტემპერატურის დაწევისკენ ვიაროთ. ველოდებით, როდესაც ერთ-ერთ მხარეს გადაუნდება არსებული სიტუაციით ტკბობა და რამე სხვას გააკეთებს. როდესაც მიხვდებიან, რომ ადამიანებს მობეზრდათ ჩხუბი, რაღაც გამზადებული რეცეპტი უნდა ჰქონდეთ ამ შერიგების. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან, რომ გავიგოთ, რა შეიძლება, იყოს შერიგების წერტილი, ამაზე ზუსტი პასუხი მე ნამდვილად არ მაქვს. ჩვენი საკითხი პრეზიდენტთან შეხვედრისას სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება, ამას ჩვენამდეც ბევრი ეტყოდა. თუმცა, პატიმრების შეწყალება, როგორც აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი, ნამდვილად იქნება. პოლიტიკურ საკითხებზე პრეზიდენტმა თავად შემოგვთავაზა დისკუსია და მის წინადადებებს მოვისმენთ ამ შემთხვევაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.