ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომეხი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 20 დეკემბერს ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომის დაწყებამდე კი ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები