გურამ მაჭარაშვილი: “ნაცმოძრაობისგან” და მისი ლიდერისგან .ეკლესიაზე თავდასხმა არ არის გასაკვირი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობისგან” და მისი ლიდერისგან არ არის გასაკვირი თავდასხმები არა მხოლოდ ეკლესიაზე. ამის შესახებ დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი ლიდერისგან არ არის გასაკვირი თავდასხმები არა მხოლოდ საზოგადოებაზე, პოლიციაზე ან ჯარზე, არამედ ეკლესიაზეც. ისინი თავს ესხმიან მხოლოდ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ობიექტურად საუბრობენ და არ გამოდიან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასარგებლო განცხადებებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მიმართვა.

„დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან“, – წერს ექსპრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები