ლაშა ტალახაძე: ჩემი მთავარი მიზანი გამარჯვება იყო, რაღაც სასწაულ შედეგებს ნამდვილად არ ვგეგმავდი

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიგო. გარდა ამისა, ის შეჯიბრის საუკეთესო ძალოსანიც გახდა და, კოვიდპანდემიის გამო 1 წლის დაგვიანებით, მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის ჯილდოც გადაეცა.

“ჩემი მთავარი მიზანი გამარჯვება იყო. რაღაც სასწაულ შედეგებს ნამდვილად არ ვგეგმავდი. როდესაც შევხედეთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ჩვენს ასპარეზობას, ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმაც არ დააყოვნა და გადაწყვიტა, რომ აქამდე დაფიქსირებული რეკორდები უნდა გაგვეუმჯობესებინა და მეც ჩავერთე“, – განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ აეროპორტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები