ალექსანდრე რაქვიაშვილი: მთავარი მხარეები, საბოლოოდ ვინც უნდა შერიგდნენ, ჩემი აზრით, არ არიან ჯერ ამისთვის მზად

პარტია “გირჩის” ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი – ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მთავარი მხარეები, ვინც უნდა შერიგდნენ, ჯერ ამისთვის მზად არ არიან. დეპუტატმა ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან კარგი ჟესტია, რომ პოლიტიკოსებს შორის საუბარი შედგეს. აქვე აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

ეს იყო კარგი ჟესტი პრეზიდენტის მხრიდან, რომ პოლიტიკოსებს შორის საუბარი შედგეს. არაფორმალური გარემო იყო და, როგორც პირველმა ნაბიჯმა, საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა.
​მთავარი მხარეები, საბოლოოდ, ვინც უნდა შერიგდნენ, ჩემი აზრით, არ არიან ჯერ ამისთვის მზად. ზოგადად, არ იქნება ურიგო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ნებისმიერ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და ძალიან მიკვირს მათი ასეთი ქცევა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები