არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: როდესაც არ შეგიძლია ის პასუხისმგებლობა ატარო, რაც აქვს ოპოზიციას რა თქმა უნდა, არ შეგიძლია უფრო დიდი პასუხისმგებლობა ატარო და მოითხოვო, რაც აქვს ხელისუფლებას

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება და შეადგენს 21,8 მილიარდ ლარს და ოპოზიციონერების ორი მთავარი შეკითხვა რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო ის, თუ რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი და რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ეს ბიუჯეტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც არ შეგიძლია ის პასუხისმგებლობა ატარო, რაც აქვს ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არ შეგიძლია უფრო დიდი პასუხისმგებლობა ატარო და მოითხოვო, ის რაც აქვს ხელისუფლებას.

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება და შეადგენს 21,8 მილიარდ ლარს და ოპოზიციონერების ორი მთავარი შეკითხვა რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო ის, თუ რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი და რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ეს ბიუჯეტი. სამწუხაროდ, სხდომას ესწრება ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მაშინ, როდესაც ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში დადიოდნენ და მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ ხელისუფლებაში ჩვენ თუ დავბრუნდებითო ყველაფერი უკეთესად იქნებაო. არათუ ხელისუფლებაში არამედ, ოპოზიციაშიც კი არ უნდათ თავიანთი ფუნქციის შესრულება. იმასაც კი არ აკეთებენ, რომ სხდომაზე მობრძანდნენ, ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას, მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი. როდესაც არ შეგიძლია ის პასუხისმგებლობა ატარო, რაც აქვს ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არ შეგიძლია უფრო დიდი პასუხისმგებლობა ატარო და მოითხოვო, ის რაც აქვს ხელისუფლებას. ეს არის უმარტივესი დასკვნა, რაც შეიძლება მოქალაქეებმა გამოიტანონ. კარგი იქნებოდა რომ დღეს აქ ყოფილიყვნენ ისინი არგუმენტებით, დებატებში ჩართულები. ჯერ-ჯერობით ოპოზიციის მხრიდან ვერ ვნახეთ რაიმე საკითხზე სერიოზული ოპონირება და მადლობა ეკუთვნის ერთადერთ ადამიანს ოპოზიციიდან, რომელიც დღეს მთელ ოპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის და ეკონომიკური საკითხების მოსმენისას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები