პრეზიდენტი: მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია და როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას

მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია და როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას. დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად, დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ საახალწლო მიღებაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს პოლარიზაციიდან გამომდინარე.

„ამდენად, ამ პროცესის დაწყება მგონია, რომ არის დროული და იმ სამ წელში, რაც პრეზიდენტობის ვადა დამრჩა, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამაზე ვიქნები პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. ამის შემდეგ არ მაქვს არავითარი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია და როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას. დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად, დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. თქვენი ამ პროცესში ჩართულობა აუცილებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები