სალომე სამადაშვილი: სიმბოლურად მნიშვნელოვანია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის საახალწლო მიწვევა მიიღონ

“სიმბოლურად მნიშვნელოვანია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის საახალწლო მიწვევა მიიღონ”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, საინტერესოა, ინკლუზიურ პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი როგორ ხედავს.

“იმედი მაქვს, საუბრის შესაძლებლობა იქნება. ჩემთვის საინტერესოა, თავად პრეზიდენტი როგორ ხედავს ამ პროცესის დაწყებას და გაგრძელებას. მე შეხვედრაზე, პირველ ყოვლისა, მოსასმენად მივდივარ. რა იქნება შემდგომ, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი რამ ცხადია, საქართველოს პრეზიდენტს ხელთ აქვს კონსტიტუციური ბერკეტები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში დეპოლარიზაციას. მეორე მხრივ, ცხადია, ამ პროცესში წინაპირობებით შესვლას შედეგი ვერ ექნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები