ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით მაღალია
“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ- ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით,„ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის და ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია.
ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩხაიძემ იმ კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც 78 000 პაციენტზე დაყრდნობით სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა და რომლის შედეგებიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.
„ერთი მაჩვენებლი, რომელიც ბავშვებისთვისაა ძალიან საყურადღებო, არის ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვებში საავადმყოფოში მოხვედრის და ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია. ინფიცირების რისკი მაღალია, გაცილებით მეტი, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში იყო.
ბავშვებში საავადმყოფოში მოხვედრის რისკი „ომიკრონის“ შემთხვევაში 20 %-ით მაღალია, ვიდრე „დელტას“ დროს იყო. მაგრამ კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში, მსუბუქია”, – განაცხადა ჩხაიძემ.