პარლამენტმა აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ორგანომ სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხს პირველი მოსმენით, 78 მომხრე ერთი წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა.
ცვლილებები რვა კანონში შედის, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით იხილება. ცვლილების თანახმად, პირთა გარკვეულ წრეს ონლაინთამაშებზე წვდომა აღარ ექნება. 25 წლამდე მოქალაქეებს კი, ნებისმიერი აზარტული თამაში საერთოდ აეკრძალებათ.
დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის რეკლამის, გარე ბანერებისა და ვებგვერდებზე მათი განთავსების აკრძალვაც. შეზღუდვები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ.