ხვალ, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 13:00 საათიდან მოემსახურება
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ხვალ, 16 დეკემბერს რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 მგზავრებს 10:00 საათის ნაცვლად, 13:00 საათიდან მოემსახურება, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.