ივანე ჩხაიძე: 8 ათასი შემთხვევიდან ერთი გარდაცვლილი მიუთითებს, რომ “ომიკრონი” არ უნდა იყოს უფრო მეტად სახიფათო, ვიდრე – კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანლის, ივანე ჩხაიძის თქმით, “ომიკრონის” ახალი შტამი უკვე მსოფლიოს 77 ქვეყანაშია აღმოჩენილი.
„შემთხვევების ჯამური რაოდენობა 8 100-ია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. შესაძლებელია, „ომიკრონი“ საქართველოში უკვე იყოს და ჩვენ მის იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებდეთ. ის, რომ ახალი შტამი საქართველოში დაფიქსირდება, არ ნიშნავს, რომ იგი სწრაფად გახდება დომინანტი. ერთი, რაც ჯერჯერობით დამაიმედებელია, არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევათა უმრავლესობა არის მძიმე. ფაქტია, რომ 8 ათასი შემთხვევიდან ერთი გარდაცვლილ მიუთითებს, რომ არ უნდა იყოს უფრო მეტად სახიფათო, ვიდრე – კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.