საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკომისართან ევროკავშირში საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს პოტენციალის გამოყენების გზები განიხილა.
„ძალიან კარგი დისკუსია მქონდა კომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ ევროკავშირში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს სრული პოტენციალის გამოყენების გზები. მოუთმენლად ველი აქტიურ ჩართულობას პარტნიორებთან ერთად ჩვენი ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესის მისაღწევად”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.
Held great discussions w/ Commissioner @OliverVarhelyi on how to unlock 🇬🇪's full potential for our political, economic & sectoral integration with the 🇪🇺! Looking forward for active engagement w/ 🇪🇺 partners to achieve tangible progress on advancing our 🇪🇺 integration path! pic.twitter.com/N9Ei2Wrzum
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 15, 2021