“ილია მეორე და ეკლესიაც მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე” – პატრიარქი პრეზიდენტს შეხვდა
15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღო.
პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე.