პაატა იმნაძე: მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს
“არ ვიცი, ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე – დაუჭერთ თუ არა მხარს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას, იმნაძე პასუხობს: “კი, რატომაც არა”.
ასევე, კითხვაზე – დაუჭერს თუ არა მხარს იმავე პოზიციაზე ექიმ ლევან რატიანის კანდიდატურას, იმნაძე პასუხობს: “იმასაც, კარგი ბიჭია”.
კითხვაზე – რომელი უფრო მოგწონთ კომპეტენციის მიხედვით, იმნაძე პასუხობს: “მოწონებით არ არის, მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს”.