პარლამენტმა აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მკაცრდება.

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტი განიხილესრომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებსშესაბამისი ცვლილებები რვა კანონში შედის.

საქართველოს პარლამენტის წევრებისდავით სონღულაშვილისლევან მგალობლიშვილისგელა სამხარაულისგოჩა ენუქიძისბეჟან წაქაძისელგუჯა გოცირიძის და ირაკლი (დაჩიბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიებისაზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთადპროექტის ერთერთმა ინიციატორმადავით სონღულაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტი ემსახურება კონკრეტულ მიზანსეს არის ორი მარტივი მოცემულობაერთიშევზღუდოთ მაქსიმალურად წვდომა და შევზღუდოთ პროვოცირება ინტერესის“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 პროექტი აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდისასევე საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავსჯამშიეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.

 პროექტის თანახმადკანონში აისახა თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნებაასევედამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის განმარტებაგანისაზღვრა დამოკიდებული პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები. ამავე პროექტითქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინ-გადახდები იკრძალებაპროექტითყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერსმათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთანმათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი პუნქტების გაჩენასრაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებულიასევე ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონშისათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმებიკანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კიიზრდება.

 საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები