ფსიქიატრი: მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს

„არა, არ ვადასტურებ”,- ასე უპასუხა სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრმა, ფსიქიატრმა მარინა კურატაშვილმა კითხვას: „თქვენი კოლეგები ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად საუბრობენ ფარმაკოლოგიურ წამებაზე. საუბრობენ, რომ იმდენად დიდი იყო წამლის დოზის რაოდენობა, რომ ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში. თქვენ ბოლოს ნახეთ პირველად სააკაშვილი, რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით? ადასტურებთ ფარმაკოლოგიურ წამებას?”

მისივე თქმით, სააკაშვილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა.

„არა, არ ვადასტურებ, მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. მე ბატონი მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ, ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტების დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა, ისევ „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ. მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც“, – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები