თენგიზ წულაძე: პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა გადაიყვანონ

“ადამიანს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა რადგან აქვს, ეს იმას გულისხმობს, რომ სტრესი ზუსტად პენიტენციურ დაწესებულებაში მიიღო, ყველაზე მეტად გლდანში, ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს”, – ასე უპასუხა სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ კითხვას, რეკომენდებულია თუ არა მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა.

მისივე თქმით, პოსტტრავმულ სტრესში იგულისხმება ე.წ. შუმოკები, გადაყვანის სტრესი, დაპატიმრების სტრესი.

„ადამიანს რადგან აქვს პოსტრავმული სტრესული აშლილობა, ეს იმას გულისხმობს, რომ ეს ტრავმა, სტრესი ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებასი, ყველაზე მეტად გლდანაში. ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმ გაგებით, რომ პოსტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო.  პოსტტრავმულ სტრესში იგულისხმება ე.წ. შუმოკები, გადაყვანის სტრესი, დაპატიმრების სტრესი. ძველი სტრესებიც მოჰყვება მას და ამან კიდევ უფრო გაუახლა ეს სტრესები“, – აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები