შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას” კონფლიქტი აქვს ქართველ ხალხსა და სახელმწიფოსთან

„ნაციონალურ მოძრაობას“ კონფლიქტი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“, მას კონფლიქტი აქვს ქართველ ხალხსა და სახელმწიფოსთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პარალელურ პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრობს.

„2012 წლიდან მოყოლებული მათ 8 არჩევნები წააგეს და არ ყოფილა არცერთი არჩევნები,  ისინი შეგუებულიყვნენ იმ აზრს, რომ მოქალაქეებმა მათ მიანიჭეს ოპოზიციის როლი და არა ხელისუფლების. აქედან გამომდინარე, ეს 9 წელია, მუდმივად ცხოვრობენ პარალელურ პოლიტიკურ რეალობაში. სწორედ ეს იწვევს მთავარ პრობლემას.  ჯამურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონფლიქტი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“, მას კონფლიქტი აქვს ქართველ ხალხსა და სახელმწიფოსთან. როგორც კი ისინი რეალობას დაუბრუნდებიან, აღიარებენ საქართველოს მოსახლეობის ნებას, კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს, იმავე წუთას, ყველა ეს საკითხი, რაც პოლარიზაციას შეეხება, თავისთავად გადაწყდება, რადგან ყველაფერი მოექცევა კანონისა და დემოკრატიის კალაპოტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები