ამირან გამყრელიძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა

“76 000-მა ადამიანმა პოვა შვება და განკურნების ეფექტი არის დაახლოებით 98%-ზე ზემოთ, ანუ C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, განკურნების ეფექტი არის დაახლოებით 98%-ზე ზემოთ.

“ამერიკის დაავადებათა კონტროლი, ცენტრთან ერთად, ზაფხულში ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ე.წ. ოქროს სტანდარტით, ანუ შემთხვევით შერჩევის მეთოდით. 76 000-მა ადამიანმა პოვა შვება და განკურნების ეფექტი არის დაახლოებით 98%-ზე ზემოთ, ანუ C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა და დარწმუნებული ვარ ვიქნებით იმ პირველ 12 ქვეყანას შორის მსოფლიოში, რომელიც მიაღწევს ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. ელიმინაციის პროგრამის ინიციატივით, მაშინდელი პრემიერმინისტრი – ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია “გილეად”-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიკამენტი მოქალაქეებისთვის უფასოა. ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ექვსი წლის განმავლობაში ხუთ მილიონამდე ტესტი ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები