გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის სახელით, ყოფილი პრემიერმინისტრის, ოთარ ფაცაციას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერმინისტრის, ოთარ ფაცაციას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
შესაბამისი განცხადება გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. „საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ოთარ ფაცაცია გარდაიცვალა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ვუდასტურებ გვერდში დგომას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.