„ანტიბიოტიკებით ვირუსის მკურნალობა არ ხდება“ – ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ -იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის მკურნალობა ანტიბიოტიკებით არ ხდება.
ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბუნებრივია, ანტიბიოტიკებით ვირუსის მკურნალობა არ ხდება. ანტიბიოტიკებით მკურნალობა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰოსპიტალიზებულ, ან სახლში მყოფ პაცინეტს მდგომარეობის გართულების შესაბამისად აღმოაჩნდება, რომ ვირუსთან ერთად დაერთო ბაქტერიული პნევმონია, ან სხვა რაიმე გართულება, რაც გაუარესებულ რენტგენოლოგიაში, ან კომპიუტერიულ ტომოგრაფიულ მონაცემებში, ან სისხლის საერთო ანალიზებშიც აისახება. ანტიბიოტიკები მხოლოდ ამ შემთხვევაში ემატება. სხვანაირად ანტიბიოტიკის გამოყენება დამაზიანებელია, იმუნურ სისტემას ასუსტებს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ანტიბიოტიკები ჩვენმა კოლეგებმა ძალიან მიზანმიმართულად გამოიყენონ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.