თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

“გაჟღერდება ალბათ ცოტა ხანში, ჯერ არ არის ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი და როცა გახდება ცნობილი, გავიგებთ ყველა ერთად. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სამინისტროში, ჩვეულ რეჟიმში. კონსულტაციები მიმდინარეობს სხვა ფორმატში, სხვა სივრცეში და პრემიერმინისტრი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, ამდენად, გავაგრძელოთ ყველამ მუშაობა, ისე როგორც დღევანდელ სიტუაციაში არის საჭირო”, – ამბობს თამარ გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები