დავით სერგეენკო: მნიშვნელობა არ აქვს ტალღების რაოდენობის რიგითობის თვლასა და შტამების დევნას – რეკომენდაციებია დასაცავი, ატარეთ ნიღაბი

პარლამენტის ვიცესპიკერ დავით სერგეენკოს განცხადებით, კორონავირუსის ტალღების თვლა და შტამების დევნა შედეგს ვერ მოიტანს, თუ საზოგადოება რეკომენდაციებს არ დაიცავს.

„დამერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტალღების რაოდენობის რიგითობის თვლასა და შტამების დევნას, უბრალოდ, ის რეკომენდაციები, რაც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, დასაცავია ყველასთვის. ვაქცინაციას რაც შეეხება, ამას მართლაც დიდი საინფორმაციო კამპანია სჭირდება, მაგრამ ნიღაბი მარტივი რაღაც არის. ერთ-ერთი არგუმენტია, რომ ვირუსი უფრო პატარაა, ვიდრე ნიღაბი და აზრი არ აქვს ნიღბის ტარებას. ვირუსი აირწვეთოვანი გზით გადამცემია და არა აიროვანი, როგორიცაა წითელა, რომლის დროსაც ნიღბის ტარებას აზრი არ აქვს. აირწვეთოვანი ინფექციებისას ნიღაბში ვირუსი ვერ აღწევს. ნიღაბი მაინც ატარეთ. ახლა ნიღბის ტარებით 30%-ზე ვართ. ეს წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები