ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით, “ომიკრონი“ არ ჩანს, ალბათ, გამოჩნდება, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი – “ომიკრონი“ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
“ჯერჯერობით, “ომიკრონი“ არ ჩანს. ალბათ გამოჩნდება, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს, ამიტომ, გამოჩნდება რაღაც დროს“, – განაცხადა გამყრელიძემ.