ეკატერინე ტიკარაძე: კანდიდატი იქნება ღირსეული – მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო კანდიდატმა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მას შეცვლის, მშვიდი და დაბალანსებული ნაბიჯები უნდა გადადგას.

“იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, მე მექნება ამაზე ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანი არის, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები