რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში – კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 948-მა ადამიანმა გაიკეთა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში 2 324 131 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 894 801 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 840 985, გარდაიცვალა 12 826 პაციენტი.