ალუდა ღუდუშაური: ეს ადამიანები არ იცვლებიან, არ იცვლება სააკაშვილი, ის ბუნებით არის მოძალადე და ავანტიურისტი

“მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე ამ წერილითაც ნათლად ჩანს. ეს ადამიანები არ იცვლებიან, არ იცვლება მიხეილ სააკაშვილი, ის ბუნებით არის მოძალადე და ავანტიურისტი”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთ მიმართვას.

ღუდუშაურის თქმითვე, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი არეულობის მოწყობა იყო.

“მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე ამ წერილითაც ნათლად ჩანს. ეს ადამიანები არ იცვლებიან, არ იცვლება მიხეილ სააკაშვილი, ის ბუნებით არის მოძალადე და ავანტიურისტი, მისი აქ ჩამოსვლის მიზანი სწორედ არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. ამავე წერილში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავისთან ბოდიში არ აქვს მოსახდელი და თუ ვინმემ ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს არის თურმე ხელისუფლება და ამ განცხადების შემდეგ საუბრობენ შერიგებაზე, ეს არის ფარსი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას და “ნაციონალურ მოძრაობას” მორგებული ჰქონდათ ნიღაბი, რომლის ტარებაც გაუჭირდა. ის არის ბუნებით მოძალადე და ავანტიურისტი”, – აცხადებს ღუდუშაური.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი მიმართვაში ამბობს: “ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობასა და ამნისტიას ქართველი ხალხისგან. მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები