დევი ტაბიძე: ქვეყანაში, სადაც ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-ია, ვირუსთან ბრძოლაში წარმატებას ვერ მივაღწევთ

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი – დევი ტაბატაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში, სადაც პირბადის ტარების მაჩვენებელი 30%-ია, ვირუსის მართვაზე საუბარი რთულია.

“სტაბილიზაციისკენ მივდივართ, მაგრამ გარდაცვალების რაოდენობა მაინც მაღალია – მიუხედავად არაერთი გაფრთხილების და მოწოდებისა, რომ დავიცვათ ისე რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა.

რატომღაც, ვერ ვიღებთ წარმატებულ შედეგს და ვერც მივიღებთ იმ ქვეყანაში, სადაც ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-მდეა, ძალიან რთულია საუბარი სხვა წარმატებებზე”, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები