დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მოზეზი სარემონტო სამუშაოებია.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, ბახტრიონის, სულაკაურისა და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლისა და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაღნარის, მანაგაძის, შუშის, ჩიქვანაიას, ქერჩის, მორეტის, ვართაგავასა და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – ​10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი მუხაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოროდინის, ფაღავას, სევანის, გურჯაანის, მთავარანგელოზის, მარტყოფის, მახათას, წურწუმიას, ნასაკირალის, ირბახის, ერისთავის, სართიჭალის, ცისკრის, მესხიშვილის, არმაზის, გონაშვილის, ავლაბრის, ქურხულის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელი-კოპაძისა და დედოფლისწყაროს ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები