სამტრედიის შემოსასვლელში ე.წ ქუთაისი-სამტრედიის ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა
სამტრედიის შემოსასვლელში ე.წ ქუთაისი-სამტრედიის ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა.
ამჟამად მონიშვნის ხაზების დახაზვა მიმდინარეობს.
სამუშაოები ადგილორივი ბიუეჯეტის ფარგლებში დაფინანსდა და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ლატექსი” ასრულებს.
პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზურაბ გოგია აკვირდება .
ასევე, საგზაო მონიშვნის ხაზები დაიხაზა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ქუჩებზე.
ქალაქის ტერიტორიაზე, რიგ უბნებში განახლდა გარე განათების ლამპიონებიც.
ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარე განათების 9987 წერტილია აღრიცხული.