თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლის რეჟიმი აღდგება.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, სომხეთი და თურქეთი ჩარტერულ რეისებს გახსნიან.
“სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნაბიჯების ფარგლებში, ჩვენ დავნიშნავთ წარმომადგენლებს ორმხრივ საფუძველზე. დავიწყებთ, ჩარტერულ ფრენებს სტამბოლსა და ერევანს შორის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.ანკარას ინიციატივით, ორ ქვეყანას შორის, საზღვარი 1993 წლიდან არის ჩაკეტილი.
ქვეყნბს შორის რთული ურთიერთობები გამოწვეულია რიგი გარემოებებით, რომლებიც დაკავშირებულია, ანკარას მიერ ყარაბაღის საკითხში აზერბაიჯანის პოზიციის გაზიარებით, ასევე თურქეთის მწვავე რეაქციასთან 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესზე.