ხულოს მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 39-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ფინანსურ დახმარება მიიღო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამის “მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობა” ფარგლებში, ხულოში 39 საცხოვრებელი სახლი აშენდა.

სოფელ ქვემო ვაშლოვანში, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები, ხულოს მუნიციპლიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ნარგიზ დეკანაძესთან, საკრებულოს წევრ, იური აბულაძესთან და მერის წარმომადგენელთან ვაშლოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბესიკ რიჟვაძესთან ერთად მოინახულა.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ფინანსურ დახმარებას 10 000 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები