ივანე ჩხაიძე: დღეისათვის მხოლოდ “ბუსტერ” დოზა განიხილება “ომიკრონის” შემაკავებელ ვაქცინად

“დღეისათვის მხოლოდ ბუსტერ დოზა განიხილება “ომიკრონის” შემაკავებელ ვაქცინად”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

“ძალიან დიდი რაოდენობით ინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობა ექნება მსუბუქი, იმ ადამიანებში, რომელთაც ქრონიკული პათოლოგია აქვთ, რომელთა ასაკი 65 წელს გადაცილებულია, “ომიკრონი” ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას გამოიწვევს. ამის საწინააღმდეგოდ ორი რამ არის ჯანმო-ს მიერ მოწოდებული, პირველ ყოვლისა, მაქსიმალურად გაზრდა და რაც შეიძლება მეტი აქტიურობა ვაქცინაციის თვალსაზრისით და რაც შეიძლება მეტი აქტიურობა ბუსტერ დოზის თვალსაზრისით. ბუსტერს მინდა ხაზი გავუსვა, ვინაიდან დღეისათვის მხოლოდ ,,ბუსტერ,, დოზა განიხილება “ომიკრონის” შემაკავებელ ვაქცინად, პირველი და მეორე დოზა საკმარისი არ არის,” – განაცხადა ჩხაიძემ.

კოვიდის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი შტამი საქართველოში ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები