ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კვაცხუთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთში საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
„სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან, მერის მოადგილე დავით გოგლიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 717 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოებს კი შპს ,,მეკა” ასრულებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.