საქართველოში კორონავირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ქვეყანაში 46 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში, ვირუსის გამოვლენიდან დღემდე, კორონავირუსს 12 777 ადამიანი ემსხვერპლა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 527 ახალი ფაქტი დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 588 პირი.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სულ 890 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 837 263 გამოჯანმრთელდა.