საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 588 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 პაციენტი,- ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გასული დღე-ღამეში კორონავირუსით ქვეყნის მასშტაბით, გარდაიცვალა 46 ადამიანი.

საქართველოში საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 890 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 837 263 გამოჯანმრთელდა, 12 777 კი, გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები