მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთაზე ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთაზე ხანძარია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია, თუმცა, მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ამ ეტაპზე, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მოსახლეობაა მობილიზებული. მათი ნაწილი ხანძრის კერამდე მისვლას ცდილობს.