გოგი მეშველიანი: მჯერა, რომ დმანისისთვის შემდეგი 4 წელი წარმატებული იქნება

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში დმანისის საკრებულოს სხდომას ეხმიანება და ახლადარჩეულ დეპუტატებს უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას ულოცავს.

„ვულოცავ დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას.  მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ წევრს და განსაკუთრებით მივულოცო  საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ყულიაშვილს და  მის მოადგილეებს .  მჯერა, რომ დმანისისთვის შემდეგი 4 წელი წარმატებული იქნება”, – წერს გოგი მეშელიანი.

დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო უფლებამოსილებას შეუდგა. სხდომა N24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ნონიაშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ  ხმათა უმრავლესობით პაატა ყულიაშვილი აირჩეს. კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა,რამიზ რამაზანოვი   მოდგილეებად კი  ოლეგი გოშუანი და აზერ ალიევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები