დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი გახდა
დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო უფლებამოსილებას შეუდგა.
სხდომა N24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ნონიაშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით პაატა ყულიაშვილი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა რამიზ რამაზანოვი, მოდგილეებად კი – ოლეგი გოშუანი და აზერ ალიევი.
ამავე დღეს, უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის საკრებულოს.
ახლადარჩეული საკრებულოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა, კობა მურადაშვილმა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.