საქართველოს ელჩმა უკრაინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ელჩის ხანმოკლე საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველო- უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობები. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის, ასოცირებული ტრიოს ფორმატში.

ამასთანავე, საუბარი შეეხო დაგეგმილ კონტაქტებს, სტრატეგიული საბჭოს პირველი სხდომის ორგანიზაციისა და მომავალ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნის საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები