ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წევრებს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. „მთავარი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ისაა, რომ სინამდვილეში, ის პროცესები, რომელთაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ჩვეულებრივი საომარი პროცესები იმ ორ პარტიას შორის, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლებას წარმოადგენს . ამ ომის პირობებში ის კინკლაობა, რომელიც მათ შორის ხდება, არ უნდა გახდეს მთავარი ფოკუსის საგანი ჩვენი პარტნიორებისთვის. ფოკუსის საგანი უნდა გახდეს ის, თუ რა იდეების გარშემო უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, რათა მათ შეძლონ „ქართული ოცნების” დამარცხება”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წევრმა ჰერმან საბომ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები