თამარ გაბუნია: ჯანდაცვის მინისტრად ჩემი წარდგენა არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მინისტრის, ეკა ტიკარაძის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ეკატერინე ტიკარაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მისთვისაც გუშინ გახდა ცნობილი.

„როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას. ჩემი წარდგენა მინისტრად ცალსახად არ განიხილება. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, არ იყო მოსალოდნელი, მოულოდნელი განცხადება იყო. გადაწყვეტილება ჩვენთვისაც გუშინ გახდა ცნობილი”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები