ნათია თურნავა: ტერმინი „შეეწირა“ არის აბსოლუტურად უადგილო, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა

“მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან მედია ნუ ეძებთ სკანდალურ კონტექსტს”, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.

როგორც თურნავამ განაცხადა, პანდემიასთან ბრძოლის გარკვეული ეტაპი, რაზეც ტიკარაძემ გუშინ ძალიან კარგად და დეტალურად ისაუბრა, ჩავლილია და ახლა იწყება ახალი ეტაპი, რასაც ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება.

„მე ვერ დაგეთანხმებით, ტერმინი „შეეწირა“ არის აბსოლუტურად უადგილო, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ მედია რამე სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება ხოლმე სხვადასხვა ადგილზე გადანაცვლება, ის გუნდის წევრად რჩება. პანდემიასთან ბრძოლის გარკვეული ეტაპი, რაზეც მან გუშინ ძალიან კარგად და დეტალურად ისაუბრა, ჩავლილია და ახლა ახალი ეტაპი იწყება, ამას კი, ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება. უარვყოფ, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. სამთავრობო გუნდის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერმინისტრი. ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ უახლოეს პერიოდში რამე სხვა ცვლილებაც იგეგმებოდეს, თუმცა, ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები