ირაკლი ზარქუა: ტიკარაძე რჩება გუნდში და ჯანდაცვის მიმართულებით იქიდან გაგვაძლიერებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, სამწუხაროა, რომ ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა, რადგან მას ჰქონდა ხედვა და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმებიც განახორციელა.
„ეკატერინე ტიკარაძე ნამდვილად ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამ სექტორში ყოფილიყო დისციპლინა, ყოფილიყო ადამიანებზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისი და ფასი. პირადად მე არ მქონდა ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ. გუშინ მოვისმინე, თუმცა, შესაძლოა, ჩემს კოლეგებს ჰქონდათ. ეს სპეციფიკური მიმართულებაა და მე არ ვარ ჯანდაცვის კომიტეტის სექტორის წარმომადგენელი. რაც გუშინ ვნახე ადამიანურად გული დამწყდა, იმიტომ, რომ მას ჰქონდა ხედვა, გარკვეული რეფორმები განახორციელა, თუმცა, ის რჩება გუნდში და ამ მიმართულებით იქიდან გაგვაძლიერებს. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეკატერინე წლის ბოლომდე რჩება თანამდებობაზე. ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, ავარჩიოთ, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.