კახა კუჭავა: ვერავინ დაგვეხმარება, თუ არ მოვინდომებთ საერთო ენისა და კონსენსუსის პოვნას, რომელიც საზოგადოებას სჭირდება

“ყველა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს დიალოგი, ამაში ვერავინ დაგვეხმარება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ოპოზიციის წერილზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც ისინი შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰელს მიმართავენ.

“ფაქტი ერთია, ყველა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს დიალოგი და დისკუსია. ამაში ვერ დაგვეხმარება ვერავინ, თუ ნება არ იქნება ყველა პოლიტიკური აქტორისგან, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვინდომოთ, ვიპოვოთ საერთო ენა და ის კონსენსუსი, რომელიც ძალიან სჭირდება საზოგადოებას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ გამოიყენოს საპარლამენტო ფორმატი, იმუშაონ პარლამენტში თავიანთი უფლებამოვალეობების შესრულების კუთხით და შეეცადონ, იყვნენ უფრო მეტად კონსტრუქციულები და შედეგზე ორიენტირებულები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ძალიან სჭირდება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები